მაიამიში 2024 წელს აშშ-შ გასამართი სამხრეთ ამერიკის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა. მომავალ ტურნირში 16 ითამაშებს, რომლებიც ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:
A ჯგუფი – არგენტინა, პერუ, ჩილე, კანადა/ტრინიდადი
B ჯგუფი – მექსიკა, ეკვადორი, ვენესუელა, იამაიკა
C ჯგუფი – აშშ, ურუგვაი, პანამა, ბოლივია
D ჯგუფი – ბრაზილია, კოლუმბია, პარაგვაი, კოსტა რიკა/ჰონდურასი
კოპა ამერიკის ბოლო ორი მონაწილე გაირკვევა პლეი ინის რაუნდის შედეგად. ტურნირზე ითამაშებენ კანადა-ტრინიდადისა და კოსტა რიკა-ჰონდურასის წყვილებში გამარჯვებულები. ორივე შეხვედრა 23 მარტს ქალაქ ფრისკოში (ტექსასის შტატი) გაიმართება.
2024 წლის კოპა ამერიკა 20 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. გახსნის მატჩი ატლანტაში იქნება და მასში მოქმედი ჩემპიონი არგენტინა კანადასა და ტრინიდადს შორის მოგებულს შეხვდება. ფინალს მაიამი უმასპინძლებს. კოპა ამერიკის გადამწყვეტი მატჩი და ევრო 2024-ის ფინალი ერთ დღეს გაიმართება.
ლაშა თაბაგარი





