ლაუტარო მარტინესი „ინტერთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

0
28

ლაუტარო მარტინესი მილანის „ინტერთან“ ახალ ხუთწლიან კონტრაქტს გააორმებს. ამის შესახებ კლუბის გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ ცნობილ იტალიელ ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოსთან ისაუბრა.
„ჩვენ მარტინესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. ახალი ხელეკრულება ხუთ წელიწადზეა გათვლილი. ლაუტაროს „ინტერი“ უყვარს და ჩვენი მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს“ – აღნიშნა მაროტამ.
26 წლის არგენტინელი „ინტერში“ 2018 წლიდან თამაშობს. მას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. არგენტინის ეროვნული ნარკრების ფორვარდმა „ინტერის“ მაისურით ჩატარებულ ყველა ტურნირში 257-ჯერ ითამაშა და 117 გოლი გაიტანა. უშუალოდ მიმდინარე სეზონს რაც შეეხება, მარტინესმა 19 შეხვედრაში თავი 15-ჯერ გამოიჩინა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლაშა თაბაგარი