კაფუ: „პრემიერლიგაში რაც მეტი ბრაზილიელი გადავა მუნდიალის მოგების ნაკლები შანსი გვაქვს“

0
36

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის კაფუს აზრით, რაც მეტი მისი თანამემამულე გადავა ინგლისის პრემიერლიგაში სათამაშოდ, მით უფრო ნაკლები შანსი ექნება ბრაზილიის ნაკრებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მეექვსედ მოიგოს.
„ვშიშობ, რომ რაც მეტი ბრაზილიელი გადავა პრემიერლიგაში, ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შანსი უფრო ნაკლები ექნება. წარმოიდგინეთ, რომ მასმედია ყოველ კვირა ტვინს გირეცხავთ იმის მტკიცებით, რომ მსოფლიოში საუკეთესო ხარ, მაგრამ ამავე დროს ამისგან შორს ხართ.
მე ესპანეთის ლა ლიგას ვამჯობინებ, რადგან იქ მაღალი მენტალიტეტია – ფინალში გახვიდე და მოიგო. ლა ლიგაში პირი კამარების წინ გაღებული არ აქვთ და ესპანელი ფეხბურთელების შესახებ ტყუილებს არ ჰყვებიან და მათ შესახებ არც მთელ მსოფლიოს უამბობენ. იქ ფეხბურთზე საუბრობენ და არა მითებზე“ – იუწყება ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ორგზის ჩემპიონი კაფუ, რომელიც ერთადერთია, ვისაც სამი მუნდიალის ფინალში უთამაშია. ის საკლუბო დონეზე წლების მანძილზე იტალიის „რომასა“ და „მილანში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი