ბათუმის „დინამოს“ საუკეთესო ბომბარიდი ჯოვინო ფლამარიონი გუნდიდან წავიდა. ბრაზილიელი თავდამსხმელი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობაც აქვს, ბათუმურ კლუბში 2017 წელს გადავიდა. მან „დინამოს“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 200 მატჩში 88 გოლი გაიტანა და 26 საგოლე პასი გააკეთა. განვლილ პერიოდში ფლამარიონმა ერთი წელი იჯარით რუსულ ვოლგოგრადის „როტორში“ გაატარა.
ბრაზილიელმა ბათუმელებთან ერთად კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ჯერ მოიგო, ორჯერ (2022, 2023) საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო 3-ჯერ კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს (2018, 2022, 2023).
გავრცელებული ინფორმაციით ფლამარიონი საფრანგეთის ლიგა 2-ის აუტსაიდერ “ვალანსიენში” ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





