ზაზა ჯანაშია: „ხვიჩას ყველაფერი გამოუვა რადგან პროფესიონალია“

0
21

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ ზაზა ჯანაშიას მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მოპოვების პრეტენდენტების სიაში დამსახურებულად მოხვდა.
“მას ყველაფერი გამოუვა, რადგან პროფესიონალია. ხვიჩას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ის „ოქროს ბურთის“ მოპოვების პრეტენდენტთა სიაში დამსახურებულად მოხვდა“ – იუწყება მოსკოვის „ლოკომოტივის“ ექსფორვარდის ნათქვამს sport-express.ru.
22 წლი კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი