ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ციკლის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ბელგიელებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრაში შინ აზერბაიჯანი 5:0 გაანადგურა და 30 წლის ფეხბურთელმა 4 გოლი გაიტანა. მან მიმდინარე შესარჩევში საკუთარ ანგარიშზე 14 გოლი ჩაიწერა. შედეგად, ლუკაკუმ ჩრდილოეთ ირლანდიელი დევიდ ჰილის და პოლონელი რობერტ ლევანდოვსკის რეკორდი მოხსნა. ჰილმა ევრო 2006-ის შესარჩევში 13 გოლი გაიტანა, ხოლო ლევანდოვსკიმ იმავე შედეგი ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოახერხა.
ლუკაკუ ეროვნულ გუნდში 2010 წლიდან გამოდის და 113 მატჩში მეტოქეთა კარი 83-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





