იანე ანდერსონი შვედეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.
ანდერსონის გაშვება გასაკვირი არაა, რადგან შვედები ევროპი 2024 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდნენ.
„არ ვნანობ რაც გავაკეთე. ცხადია, ეს კარგი დასასრული არაა, მაგრამ ყოველ დღე რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც ასე გავაგრძელებ“ – განაცხადა 61 წლის შვედმა სპეციალისტმა.
ანდერსონი შვედეთის ნაკრებს სათავეში 2016 წელს ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში 10 ქულა დააგროვა და F ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა.
ლაშა თაბაგარი




