ბითაძემ ყოფილ გუნდს “დაუფარა”

0
71

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მორიგ მატჩში “ორლანდო მეჯიქი” გოგა ბითაძის ყოფილ გუნდს, “ინდიანა პეისერზს” შეხვდა და 128:116 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების მეფარე ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო და 22 წუთი ითამაშა. ამ საასპარეზო დროში ბითაძემ 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა და 4 დაფარება დააგროვა. აღსანიშნავია, რომ გოგას ბურთი არ დაუკარგავს და მხოლოდ ორჯერ დაჯარიმდა. მატჩის ერთ-ერთი სანახაობრივი მომენტი ბითაძის მიერ მაილს ტერნერზე დაფარება იყო.
შეხვედრის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა, როდესაც “ორლანდო” 34 ქულით წინ გავიდა. პეისერზმა მესამე და მეოთხე მეოთხედების მოგება მოახერხა, მაგრამ სხვაობა იმდენად დიდი იყო, მატჩის შემოტრიალება ვეღარ მოახერხა.
მომდევნო მატჩს “ორლანდო” 22 ნოემბერს შინ ნბა-ში კანადის წარმომადგენელ “ტორონტო რეპტორზთან” გამართავს.