იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, სერბეთი როგორც ცალკე რესპუბლიკა ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოხვდა. ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის ბოლოს შეხვედრაში დრაგან სტოიკოვიჩის გაწვრთნილი გუნდი შინ ბულგარეთთან 2:2 ითამაშა, ხოლო ჩერნოგორიამ უნგრეთთან 1:3 წააგო. შედეგად G ჯგუფში 18 ქულით პირველ ადგილზე უნგრეთი გავიდა, ხოლო სერბეთმა 14 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
სერბეთმა ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე 2000 წელს იუგოსლავიის შემადგენლობაში ითამაშა. 1992 წელს იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ, იუგოსლავიის საკავშირო რესპუბლიკა ჩამოყალიბდა, რომელშიც სერბეთი და ჩერნოგორია შედიოდნენ.
ცნობისთვის, სერბეთმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრამდე 2018 და 2022 წლებში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.
ლაშა თაბაგარი





