ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის გავის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, ევრო 2024-ის შესარჩეცი ციკლის ბოლო მატჩში ესპანეთმა ვალიადოლიდში საქართველო 3:1 დაამარცხა, ხოლო 19 წლის გავი პირველი ტაიმის 26-ე წუთზე შეცვალეს, რადგან მუხლში მწვავე ტკივილი იგრძნო.
როგორც მოგვიანებით გაირკვა მას მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა. „ბარსელონას“ შუახაზელს სამკურნალოდ 6-8 თვე დასჭირდება, რის გამო, შესაძლოა მან მომავალ წელს გერმანიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატი და ასევე პარიზის ოლიმპიადა გამოტოვოს.
ლაშა თაბაგარი





