ხვიჩა კვარაცხელია Football Italia-სთან საუბარში იტალიის სერია A-ში მისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე დაასახელა.
„ყველაზე ძლიერი მეტოქე რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ ჯოვანი დი ლორენცო იყო სავარჯიშო მოედანზე. იმედია, რომ მი წინააღმდეგ თამაში არასოდეს მომიწევს“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა.
იტალიის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ჯოვანი დი ლორენცო „ნაპოლიში“ კვარაცხელიას თანაგუნდელი და გუნდის კაპიტანია.
22 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





