ვინისიუსი სერიოზულად დაშავდა

0
39

მადრიდის „რეალის“ გრემარბმა ვინიუსიუს ჟუნიორმა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების საწვრთნელი ბანაკი დატოვა. გამოცემა O Globo-ს ინფორმაციით ამის მიზეზი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად კოლუმბიასთან 1:2 წაგებულ შეხვედრაში მიღებული ბარძაყის კუნთის სერიოზული ტრავმაა, რომლის გამო ორთვენახევარი იუქმებს. 23 წლის ფეხბურთელი სამკურნალოდ მადრიდში დაბრუნდა.
ბრაზილიის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს რიო დე ჟანეიროში „მარაკანას“ სტადიონზე არგენტინასთან ჩაატარებს. ბრაზილიელებმა შესარჩევში ზედიზედ 2 თამაში წააგეს და 7 ქულით 10 გუნდს შორის მე-5 ადგილზეა არიან. ლიდერი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინაა, რომელსაც 12 ქულა აქვს.
ლაშა თაბაგარი