გადრანი „ქაირათში“ ითამაშებს

0
64

ლუკა გადრანი კარიერას ყაზახეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან კლუბ ალმათის „ქაირათში“ განაგრძობს. ალმათური კლუბის პრესსამსახურის ინფომაციით, 26 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გააფორმა. გადრანი გასულ სეზონში „აქტობეში“ გამოდიოდა, სადაც ყაზახეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 22 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მან ყაზახეთის თასზე ერთხელ ითამაშა, ხოლო ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე – სამჯერ. სეზონის მსვლელობისს დროს გადრანი ტურის სიმბოლურ ნაკრებში 6-ჯერ მოხვდა.
გადრანი საქართველოში „ცხინვალში“ და „რუსთავში“ გამოდიოდ. კარიერის განმავლობაში ასევე ლატვიის „ვალმიერას“ და ირანის „შაჰინის“ ღირსებას იცავდა.
ლაშა თაბაგარი