საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მიმდინარე წელს ბოლო შეხვედრა სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩაატარა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბალკანელებს ყველა კომპონენტში აჯობა და სამი ქულა დამსახურებულად აიღო.
21-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ მაკედონიელტა ნახევარზე მარჯვენა ფლანგზე გახსნილი გიორგი მაისურაზე მოძებნა, რომლის გადაცემის შემდეგ გიორგი კვერნაძე ერთი შეხებით კარში დაარტყა და ალჩევსკიმ ბურთი ხელებში დააფიქირა.
ტაიმის შუაწელში ნიკოლოვი და ლუკა გაგნიძე შეკამათდნენ, რის გამო, მთავარმა მსაჯმა ორივეს ყვითელი ბარათი აჩვენა. 34-ე წუთზე საბა მამაცაშვილმა მასპინძლების ნახევარზე დანიშნული ჯარიმის შესრულების დროს ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ყველა ნოდარ ლომინაძემ აჯობა, რომლი თავური არაზუსტი აღმოჩნდა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში გიორგი აბუაშვილმა ორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს აცდა.
38-ე წუთზე მამაცაშვილის და მაქიმოვის ორთაბრძოლის შემდეგ, კალკანმა გადაწყვიტა თანაგუნდელს გამოქომაგებოდა და ამის გამო ფეხბურთელებს შორის ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. საბოლოოდ, ყველაფერი ისევ მსაჯის მიერ მოთამაშეების „გაყვითლებით“ დასრულდა. პირველი ტაიმი ისე გაილია, რომ სახიფათო მომენტი არცერთ კართან შეიქმნა და ტაბლოზე დაფიქსირებული ნოლებიც ლოგიკური იყო.
მეორე ტაიმი პირველ წუთზე რამადანმა თავის საჯარიმოში ცუდად დაუბრუნდა ბურთი მეკარეს და კვერნაძეს ანგარიშის გახნის ასპროცენტიანი შანსი ჰქონდა, მაგრამ მიი დარტყმული ალჩევსკიმ გაანეიტრალა.
54-ე წუთზე მაისურაძემ ბურთი მეტოქის ნახევარზე მარჯვენა ფლანგზე მიიღო და პასი შეტევაში ჩართულ მარცხენა მცველ მამაცაშვილს გაუკეთა, რომელმაც საჯარიმოს გარედან შეუჩერებლად კუთხეში ზუსტად დაარტყა – 0:1.
მე-60 წუთზე მაკედონიელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილა კვერნაძეს შეეძლო მახვილი კუთხიდან გატანა, მაგრამ მეკარეს ისევ ვერ აჯობა. ცოტა ხანში, ლაშა ოდიშარიას პასის მერე გაგნიძე ბალკანელთა კარის წინ მარტო აღმოჩდა, თუმცა ცუდად დაარტყა და ალჩევსკიმ ბურთი ფეხით მოიგერია.
88-ე წუთზე მაკედონიელებმა კუთხური ჩააწოდეს და ქართველი მცველების არადამაჯერებელი თამაშის მერე, კარში ილიევსკიმ დაარტა და ლუკა ხარატიშვილი გადაეღობა ბურთს, რომელიც კარის ხაზიდან საბოლოოდ კვერნაძემ გამოიტანა. მსაჯმა მატჩის ძირითად დროს 8 წუთი დაამატა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. თუმცა, ბოლო წუთზე ორივე გუნდის ფეხბურთელები ისევ წწაკინკლავდნენ და ამჯერად მსაჯმა თითო ფეხბურთელი გააძევა.
საქართველოს ნაკრები 10 ქულით 6-გუნდიან ჯგუფში მე-2 ადგილზეა. სვანაძის შეგირდები მომდევნო შეხვედრას შესარჩევ ციკლში 2024 წლის 26 მარტს სტუმრად გიბრალტართან ჩაატარებენ.
ჩრდ.მაკედონია – საქართველო 0:1 (0::0)
16 ნემბერი. სკოპიე. მაკედონიის ფედერაციის საწვრთნელი ცენტრი.
მაკედონია: ალჩევსკი, ფეტაი, დესპოტოვსკი, რამადანი, მაქსიმოვი, სტანკოვსკი, (ტოდოროვსკი, 82) რამანი (ანგელოვი, 79(, კრესტევსკი (პოპოვკი, 46), ნიკოლოვი (ზლატკოვი, 82), კალკანი (აბაზი, 70), ილიევსკი (კ).
მთავარი მწვრთნელი: დრაგან კანატლაროვსკი.
საქართველო: ხარატიშვილი, მაისურაძე, საზონოვი, ხვადაგიანი (კ), მამაცავილი, აბუაშვილი (ეგოიანი, 90+1), გაგნიძე, ლომინაძე (ოსიყმაშვილი, 72), ოდიშარია (ოგბაიძე, 90+1), კვერნაძე, ოთარ მამაგეიშვილი (გიზო მამაგეიშვილი, 62).
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
გოლები: 0:1 მამაცაშვილი (54)
გაფრთხილება: ილიევსკი (7), ხვადაგიანი (7), ნიკოლოვი (25), გაგნიძე (25), კალკანი (40), აბუშვილი (40), მამაცაშვილი (40), ლომინაძე (55), დესპოტოვსკი (90+1), რამადანი (90+4), პოპოვსკი (90+6), ილიევსკი (90+11), ფეტაი (90+12).
გაძევება: ილიევსკი (90+8), მაისურაძე (90+12).
მთავარი მსაჯი: რაუფ ჯაბაროვი (აზერბაიჯანი)
ლაშა თაბაგარი




