გულდასაწყვეტი ფრე კვარაცხელიას დუბლის ფონზე

0
65

საქართველო ეროვნული ნაკრები არსებობის ისტორიაში შოტლანდიას თბილისში მესამედ შეხვდა და პირველად ვერ დაამარცხა. მანამდე, ჩატარებულ ორ მატჩში ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე შინ უქულოდ გაუშვა და ერთი ბურთიც არ გაატანინა. თავისთავად ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერთან, რომელმაც ევრო 2024-ის საგზური წინა ტურში მოიპოვა ფრე ურიგო შედეგი არაა, მაგრამ ყველაზ გულდასაწყვეტია, რომ ბრიტანელებმა ქულა მსაჯის მიერ ძიროთადი დროსთვს დამატებულ წუთებზე აიღეს. განვლილი შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიას სანაკრებო კარიერაში ერთ-ერთი წარმატებული აღმოჩნდა. გარდა ამისა, ეროვნულ გუნდში დაბრუნების მერე, გიორგი ჩაკვეტაძემ თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.
თამაშის დაწყებამდე ეროვნული ნაკრებიდან ლევან მჭედლიძე გააცილეს, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა სამახსოვროდ 23-ნომრიანი მაოსური გადასცა.
შეხვედრის სტარტიდან 10 წუთის გასვლის შემდეგ, ჩაკვეტაძემ ბურთი სტუმართა ნახევარზე მიიღო, მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და სუსტად დაარტყა – კლარკს ბურთის დაჭერა არ გაჭირვებია. სხვათა შორის, მანამდე მსაჯმა ფეხბურთელები თხოვნით ორი ბურთი შეცვალა, რომლებიც სათამაშოდ უვარგისი აღმოჩნდა.
მე-16 წუთზე ჩაკვეტაძემ მოედნის ცენტრიდან საუცხოო პასი მისცა შეტევასი მარჯვნიდან ჩართულ ოთარ კაკაბაძეს, რომელმაც ერთი შეხებით შოტლანდიელთა საჯარიმოში მოძებნა ხვიჩა კვარაცხელია, ამ უკანასკნელმა კი ვარდნაშსი ანგარიში გახსნა – 1:0. ფეხბურთელებმა გოლი ზურიკო დავითაშვილს მიუძღვნეს, რომელსაც მატჩამდე ვაჟი შეეძინა.
ტაიმის შუაწელში შოტლანდიელებმა თავის ნახევარზე დაკარგეს ბურთი და კვარაცხელიამ პასი არ დაუგვიანა ბრიტანელთა საჯარიმოში ლევან შენგელიას, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ძლიერად დაარტყა და კლარკმა ბურთი მოიგერია. თუმცა, შეტევა გაგრძელდა და მარჯვნიდან კაკაბაძის გადაცემის მერე ახლო მანძილიდან გიორგი მიქაუტაძი დარტყმულს სტუმართა მცველმა დააფარა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაკვეტაძემ ისევ მარცხენა ფლანგიდან ბურთიანად “სქოთების” საჯარიმოს ხაზის გასწვრივ შეიწია და არაზუსტად დაარტყა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, მაკტომინეი საქართველოს ნაკრების საჯარიმოში შევიდა და დაბალი ტრაექტორიით ზუსტად გაგზავნა ბურთი გიორგი მამარდაშვილის კარის მარცხენა დაბალ კუთხეში – 1:1. ჩვენი გუნდის ნაკრების მეკარემ დარტყმულზე რეაგირებაც ვერ შეძლო. ამ ეპიზოდში დაცვა აშკარად ჩავარდა.
56-ე წუთზე შენგელიამ დაახლოებით 22 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და კლარკმა ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. ერთ წუთში ჩაკვეტაძემ მარჯვნიდან ცენტრისკენ შეიწია და კარგად გადაუტანა ბურთი მარცხნივ კვარაცხელიას, რომელიც საჯარიმოში შევიდა, ერთ მცველს გევრდი აუარა და შორეულ კუთხეში გაიტანა – 2:1. მის ანგარიშზე ნაკრებში უკვე 14 გოლია. ის მხოლოდ შოთა არველაძეს (26 გოლი), თემურ ქეცბაიას (17 გოლი) და ალექსანდრე იაშვილს (15 გოლი) ჩამორჩება.
61-ე წუთზე შოტლანდიელთა ლიდერმა და საუკეთესო ბომბარდირმა მაკტომინეიმ კუთხური ჩააწოდა, ხოლო დაიქსის თავურის მერე, მამარდაშვილმა საუცხოო ნახტომში გოლის გაშვებისგან გადაგვარჩინა. 72-ე წუთზე შენგელიამ მხარი დაიზიანა და მის ნაცვლად მოედანზე ირაკლი აზაროვი შევიდა. ექვს წუთში ბარძაყის კუნთის ტრავმა ლუკა ლოშოჩვილმა მიიღო, რომელიც კალანდაძემ შეცვალა. მეორე გოლის გაშვების შემდეგ შოტლანდიამ ზეწოლა გააძლიერა და ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა. ამ ფონზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ბურთი შენარჩუნება და კონტრშეტევაზე თამაი უჭირდა. მე-80 წუთზე გიორგი ქოჩორაშვილი მაკტომინეის ეუხეშა და ამას ფეხბურთელებს შორის შეკინკლავება მოჰყვა, რომელსიც ორი გუნდის მოთამაშეები ჩაერთვნენ, მაგრამ ინციდენტი მალე ამოიწურა.
მსაჯმა ძირითად დროს 7 წუთი დაამატა და შოტლანდიელებმა მატჩის გადასარჩენად ძველ და მათთავის კარგად აპრობირებულ მეთოდს, საჯარიმოში ბურთი მაღალი ტრაექტორიით ჩაწოდებასს მიმართეს. ამან თავისი შედეგი 93-ე წუთზე გამოიღო, როდესაც არმსტრონგის პასის მერე შანკლანდმა ახლო მანძილიდან თავით შეაგდო – 2:2.
საქართველოს ნაკრებს 8 ქულა აქვს და საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას 19 ნოემბერს ვალიადოლიდში ესპანეთთან ჩაატარებს. A ჯგუფში დღეს გამართულ კიდევ ერთ შეხვედრაში ესპანეთმა სტუმრად თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ კვიპროსს 3:1 მოუგო.
საქართველო – შოტლანდია 2:2 (1:0)
16 ნოემბერი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“.
საქართველო:
მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი (კალანდაძე, 79), კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი (მექვაბიშვილი 70), შენგელია (აზაროვი 72), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 79), კვარაცხელია; მიქაუტაძე (ზივზივაძე 70)
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
შოტლანდია:კლარკი; პატერსონი (რელსტონი 79), პორტეუსი, მაკენა, ტეილორი (არმსტრონგი 79); გილმორი (მაკლინი 47), მაკგრეგორი, მაკტომინეი; მაკგინი, დაიკსი (შენკლენდი 85), კრისტე (ფერგიუსონი 47)
მთავარი მწვრთნელი: სტივ კლარკი.
გოლები: 1:0 კვარაცხელია (15), 1:1 მაკტომინეი (49), 2:1 კვარაცხელია (56), 2:2 შენკლენდი (90)
აფრთხილებაპატერსონი (8), კრისტი (37), კვერკველია (59), ქოჩორაშვილი (83), კვარაცხელია (90), არმსტრონგი (90)
ლაშა თაბაგარი