ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ფლორიდის ,,ორლანდო მეჯიქმა” ,,ჩიკაგო ბულზს” სტუმრად 96:94 მოუგო.
,,ორლანდოს” ძირითად ხუთეულში ითამაშა საქართველოს ნაკრების მეფარე გოგა ბითაძემ, რომელმაც 26 წუთში ორმაგი დუბლი გაიფორმა – 15 ქულა, 11 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება.
გოგამ მატჩში 10-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და არცერთი დაკარგვა არ ჰქონია.
მიმდინარე სეზონში ერთ მატჩში მოგროვებული 15 ქულა და 11 მოხსნა ბითაძისთვის საუკეთესო შედეგია.
,,ორლანდო” 6 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 პოზიციაზეა. ბითაძის გუნდი მომავალ მატჩს 18 ნოემბერს, კვლავ ,,ჩიკაგოსთან” გამართავს.




