ბრატისლავას “სლოვანის” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უარყო რუსული მედიის გავრცელებული ინფორმაცია, რომ “სოჩის” თავკაცად იწვევენ.
“ჩემი მიწვევა “სოჩის” მთავარ მწვრთნელად სურთ? დღესდღეობით, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. ახლა “სლოვანში” ვმუშაობ და სლოვაკურ კლუბზე ვარ კონცენტრირებული” – იუწყება Metaratings.ru ვაისის ნათქვამს, რომელმაც “სლოვანი” ზედიზედ ორჯერ გააჩემპიონა და კონფერენს ლიგის ჯგუფში გაიყვანა.
“სლოვანის” შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა გამოდიან.
ლაშა თაბაგარი




