მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ოდესმე ეროვნული ნაკრების გაწვრთნა გამორიცხა.
“სხვა კლუბში მუშაობის შესაძლებლობა? ამას არ გამოვრიცხავ. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს მოხდება. ნაკრები? არა, ასეთი რამ არასოდეს იქნება, რადგან ძალიან რთულია” – იუწყება 53 წლის არგენტინელის სპეციალისტის ნათქვამს El Larguero.
სიმეონე მადრიდელებს 2011 წლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ჯერ, ხოლო ესპანეთის თასი, სუპერთასი, ევროპის ლიგა და უეფას ევროპის სუპერთასი თითოჯერ მოიგო. გარდა ამისა, მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ გაიყვანა და ორივეჯერ დამარცხდა.
მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ყველა ტურნირში ჩატარებული 682 მატჩიდან 380 მოიგო, 145 ფრედ დააასრულა და 117 წააგო. მან ცოტა ხნის წინ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.
ლაშა თაბაგარი





