ურს ფიშერი ბერლინის „უნიონის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს.
კლუბის პრეზიდენტმა დირკ ზინგლერმა დ ფიშერმა ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს პირისპირ შეხვედრის შემდეგ. ფიშერი ბერლინელებს 2018 წლის ივლისიდან წვრთნიდა. მან „უნიონი“ პირველივე სეზონში მეორე ბუნდესლიგიდან პირველ ბუნდესლიგაში გადაიყვანა. მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში ფიშერის ხელმძღვანელობით გუნდმს მეშვიდე, მეხუთე და მეოთხე ადგილი დაიკავა. ფიშერის თავკაცობით „უნიონმა“ კონფერენს ლიგის, ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.
57 წლის შვეიცარიელი სპეციალისტი „უნიონის“ არსებობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელის.
ბერლინელებს დროებით მარკო გროზე გაუძღვება, რომელიც მანამდე 19-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





