გოჩოლეიშვილი: „ჩემპიონთა ლიგაში თამაში საოცნებოა”

0
36

გიორგი გოჩოლეიშვილის თქმით ჩემპიონთა ლიგაში თამაში მისი ოცნება იყო და „ბარსელონასთან“ საგოლე პასის გაკეთებამ ძალიან გაახარა.
„ძალიან დაძაბული თამაში იყო. ჩემპიონთა ლიგაში სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოვხდი. თავიდან ცოტა დაძაბული ვიყავი, მაგრამ შემდეგ ჩემი თავი ვიგრძენი.
ძალიან გახარებული ვარ, რომ პირველი ასისტი გავაკეთე. ჩემპიონთა ლიგაში თამაში ჩემი ოცნება იყო და როდესაც ასეთ მატჩს ატარებ, ძალიან კარგია.
იმისთვის ვთამაშობ, რომ კიდევ უფრო წინ წავიდე და „შახტართან“ ერთად ბევრს მივაღწიო. ფელიქსთან იმიტომ გამიჭირდა, რომ მოტყუებაზე მოდიოდა, ხოლო ფერანი უფრო პასით თამაშობდა. თან ცოტა დაღლილი ვიყავი, ხოლო ფელიქსი დასვენებული იყო და ამის გამო გამიჭირდა.
ცივი გონებით ვთამაშობდი და ყველაფერს ვაკეთბდი, რომ კარგად გამოსულიყო. ღმერთის ნებით ასეც მოხდა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კარგი თამაში გამოვიდა და შემდეგ მატჩებს ველოდებით“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენაფლანგელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ჰამბურგში „ბარსელონასთან“ 1:0 გამარჯვების შემდეგ.
ლაშა თაბაგარი