ლობჟანიძის გუნდმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა

0
20

„ატლანტა იუნაიტედმა“, რომლის ღირსებას საბა ლობჟანიძე იცავს, MLS-ის პლეი-ოფში „ქოლამბუს ქრიუსთან“ დაპირისპირებაში ანგარიში გაათანაბა. სტუმრად პირველი მატჩის წაგების შემდეგ, ატლანტელებმა შინ გამართულ შეხვედრაში მეტოქე 4:2 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. მან თავისი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო,  ლობჟანიძემ „ქოლამბუსის“ საჯარიმოში ორი მცველი ჩამოიცილა და პასი იაკუმაკისს მისცა, რომელმაც ხანდე სილვას გაატანინა.
„ატლანტა“ პლეი-ოფის გადამწყვეტ მატჩს „ქოლამბუსთან“ 13 ნოემბერს სტუმრად ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი