პეპე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა, რომელმაც გოლი გაიტანა. „პორტუს“ ცენტრალურმა მცველმა ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში „ანტვერპენთან“ შინ 2:0 მოგებულ შეხვედრაში თავი 91-ე წუთზე გამოიჩინა. ის იმ მომენტისთვის 40 წლის და 254 დღის იყო.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „რომას“ ლეგენდარული კაპიტნის ფრანჩესკო ტოტის მიღწევა გააუმჯობესა, რომელმა 2014 წელს ჩემპიონთა ლიგაში მოსკოვის ცსკა-ს კარი 38 წლის და 59 დღის ასაკში აიღო.
შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში პეპე მინდვრის ფეხბურთელებს შორის ყველაზე ხანდაზმული გახდა, ვისაც ჩემპიონთა ლიგაში უთამაშია. მის ანგარიშზე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირში 116 გოლია.
ლაშა თაბაგარი





