საბა საზონოვს „ტორინოს“ შემადგენლობაში თავის გამოჩენის შანსი ისევ არ მისცეს. იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში ტურინელებმა „სასუოლო“ მიიღეს და 2:1 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
მასპინძლებიდან ანგარიში მე-5 წუთზე სანაბრიამ გახსნა. მე-18 წუთზე ტორსტვედმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 68-ე წუთზე ტურინელებიდან თავი ვლაშიჩმა გამოიჩინა და საბოლოოდ თავის გუნდს 3 ქულა მოაპოვებინა. „ტორინი“ 15 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





