ედერ მილიტაო მადრიდის „რეალთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველი ხელშეკრულებას 2028 წლამდე მოაწერს. მისი გამოსასყიდი თანხა მილიარდი ევრო იქნება.
„რეალმა“ მილიტაო 2019 წლის მარტში „პორტუდან“ 50 მილიონ ევროდ შეიძინა. 25 წლის ფეხბურთელმა ესპანური გრანდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 143 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.
25 წლის მილიტაომ სეზონის დასაწყისში ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მოედანზე მომავალი წლის ზაფხულამდე ვერ გავა.
ლაშა თაბაგარი





