ესპანეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ვინისიუს ჟუნიორი ლა ლიგაში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 23 წლის ფორვარდმა გასულ სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 33 მატჩში 10 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
მან ცოტა ხნის წინ მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა. შეგახსენებთ, რომ წელს ვინისიუსმა „ოქროს ბურთის“ მფლობელის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში მე-6 ადგილი დაიკავა.
ლაშა თაბაგარი





