ხავი: „დიადი „ბარსელონას“ დაბრუნების ნახევარ გზაზე ვართ“

0
29

ხავის მიაჩნია, რომ „ბარსელონა“ დიადი კლუბის სტატუსს ნელ-ნელა იბრუნებს.
„ჩვენ ვაღწევთ მიზანს, რომელსაც საკუთარ თავს ვუსახავთ და რომელსაც კლუბი გვისახავს. გუნდში ძალიან რთული სეზონის დროს მივედით და გადავარჩინეთ. გასული სეზონი შედეგის მიხედვით ძალიან კარგი იყო.
ისე უნდა გავაკეთოთ, რომ კვლავ საუცხოოდ ვითამაშოთ და სწორედ ამით ვართ დაკავებული. გულწრფელად გეტყვით, რომ კარგად ვიშრომეთ. ჩვენ დიადი „ბარსელონას“ დაბრუნების ნახევარ გზაზე ვართ. ბოლო ორი სეზონის შეფასება დადებითია.
ზოგიერთ მატჩში ისეთ დონეზე არ გვითამაშია როგორც ვალდებული ვართ. ამ კუთხით თვითკრიტიკულები ვართ. ადრინდელი დონე უნდა დავიბრუნოთ. ეს მხოლოდ თამაშს არ ეხება. ჩვენ საკუთარი სტილი უნდაა გვქონრდს, რომელსაც სხვებს თავს მოვახვევთ“ – განაცხადა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში დღეს დონეცკის „შახტართან“ გასამართ მატჩამდე.
ლაშა თაბაგარი