ლობჟანიძემ პლეი-ოფის პირველი მატჩი წააგო

0
20

„ატლანტა იუნაიტედმა“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, MLS-ის პლეი-ოფში პირველი შეხვედრა სტუმრად „ქოლამბუს ქრიუსთან“ 0:2 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ატლანტელთა სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო.
მასპინძლებმა კოლუმბიელი ლეგიონერის ერნანდესის დუბლით გაიმარჯვეს, რომელმაც პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 51-ე წუთზე პენალტი გაიტანა. ამ გუნდების მეორე თამაში 8 ნოემბერს ჩატარდება და „ატლანტა იუნაიტედის“ გამარჯვების შემთხვევაში მესამე მატჩი ისე „კოლამბუსის“ მოედანზე შედგება.
პოლონეთის თასის 1/16-ფინალში „კრაკოვიამ“ „ზაგლებიე“ მიიღო და 1:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე მასპინძლების სასტარტოში არ იყო და თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო.
ლაშა თაბაგარი