მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა როდრიგომ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ესპანური გრანდის პრესსამსხურის ინფორმაციით, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხელშეკრულება 2028 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა. მისი მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წელს იწურებოდა.
როდრიგო „რეალში“ 2019 წლიდან გამოდის. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 179 მატჩში 39 გოლი გაიტანა და 33 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





