ხოჭოლავამ პირველად ითამაშა, საზონოვი თადარიგში დატოვეს

0
12

გამოჯანმრთელებულმა დავით ხოჭოლავამ მიმდინარე სეზონში „კოპენჰაგენში“ პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.
დანიის სუპერლიგის მე-13 ტურში „კოპენჰაგენმა“ აუტსაიდერ „ჰვიდორე“ მიიღო და 4:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 61-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მისი გუნდი 2:0 იგებდა.
მასპინძლებმა პირველი ტაიმში მეტოქის კარი ორჯერ აიღეს, ხოლო შესვენების შემდეგ ამდენივე გოლი გაიტანეს. მოქმედი ჩემპიონი „კოპენჰაგენი“ 29 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში „ტორინო“ გასვლაზე „ლეჩეს“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი საბა საზონოვი გამარჯვებულთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. ტურინელებიდან ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე ცენტრალურმა მცველმა ბონჯორნომ გაიტანა.
„ტორინოს“ 12 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი