მიქაუტაძეს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება

0
54

ამსტერდამის „აიაქსს“, რომელმაც გიორგი მიქაუტაძე ზაფხულში „მეციდან“ 16 მილიონ ევროდ იყიდა, ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.
ნიდერლანდების ერედივიზიონში მიმდინარე სეზონში ძალიან წარუმატებელი სტარტის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელებმა დაკავებული თანამდებობიდა მორის სტეინი დაითხოვეს.
49 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი გუნდს მიმდინარე წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა, მისი ხელმძღვანელობით ამსტერდამელებმა ყველა ტურნირში ჩატარებული 11 მატჩიდან 2 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.
„აიაქსი“ 5 ქულით 7 ტურის შემდეგ ერედივიზიონის 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზეა.
მიქაუტაძემ „აიაქსში“ ნიდერლანდების ჩემპიონატში 5-ჯერ ითამაშა და სასტარტო შემადგენლობაში ერთხელ მოხვდა. აღსანიშნავია, რომ სტეინმა საქართველოს ნაკრების მოთამაშე ცენტრალურ თავდამსხმელად არცერთხელ დააყენა, რაც მისი პოზიციაა.
ლაშა თაბაგარი