ინგლისის პრემიერლიგის მე-9 ტურში ლონდონის „ტოტენჰემმა“ შინ „ფულემს“ 2:0 აჯობა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა – როგორც „მანჩესტერ სიტის“, ასევე „არსენალს“ 2 ქულით ასწრებს.
„ტოტენჰემმა“ 9 ტურში 23 ქულა დააგროვა და 1960 წლის შემდეგ ლონდონურ გუნდს ინგლისის ჩემპიონატში საუკეთესო სტარტი აქვს. მაშინ, „დეზებმა“ ოქროს მედლები მოიგეს.
თავის მხრივ, „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ანგელოს პოსტეკოღლუ პრემიერლიგის რეკორდსმენია ნაჩვენები შედეგით, ვინაიდან 1992 წლიდან რაც ეს ტურნირი იმართება 9 ტურში 23 ქულა არცერთი მწვრთნელს მოუპოვებია. მანამდე რეკოდი ნიდერლანდელ გუს ჰიდინკს და მაიკლ უოლკერს ეკუთვნოდათ – 22-22 გამარჯვება.
პოსტეკოღლუმ „ტოტენჰემი“ წელს ზაფხულში ჩაობარა. მანამდე, ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებს, ავსტრალიის „ბრისბენ როარს“, „მელბურნ ვიქტორიას“, იაპონიის „იოკოჰამას“ და შოტლანდიის გლაზგოს „სელტიკს“ ავარჯიშებდა.





