ჯიღაურის პირველი მარცხი აზიის ჩემპიონთა ლიგაში

0
189

„ნასაფმა“, რომელშიც ჯაბა ჯიღაური გამოდის აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩი წააგო.
მესამე ტურში უზბეკური გუნდი სტუმრად არაბეთის გაერთიანებული საამიროების „შარჯას“ შეხვდა და დაპირისპირების ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე ბრაზილიელმა კაიო ლუკასმა გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ „შარჯაში“ ცნობილმა ბოსნიელმა ფეხბურთელმა მირალემ პიანიჩმა შეუცვლელად ითამაშა.
„ნასაფი“ 6 ქულით B ჯგუფში მეორე ადგილზე და ქულით „შარჯას“ ჩამორჩება.
ნამანგანის „ნავბახორმა“ შინ ირანის „ნასაჯის“ 2:1 აჯობა. მასპინძლებში ტრავმის გამო ქართველ ფორვარდ თომა ტაბატაძეს არ უთამაშია.
„ნავბახორი“ 7 ქულით D ჯგუფში მეორეა და ამდენივე ქულა აქვს „ალ ჰილალს“, რომელიც ტაბატაძის გუნდს გატანილ-გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობით სჯობს.
ლაშა თაბაგარი