სუპერლიგის 2 შეხვედრა იმერეთში გაიმართა. პირველი მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. იმერულ დერბიში ტყიბულის “ორბმა” საკუთარ მოედანზე 100:94 დაამარცხა ზესტაფონის “მარგვეთი” და სუპერლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა.
დებიუტანტი “ორბისთვის” ეს გახლდათ სუპერლიგის მეორე მატჩი. პირველი შეხვედრა ტყიბულელებმა თბილისში, დამატებით დროში გაუ-სთან წააგეს, დღეს კი ისევ ოვერტაიმი დაინიშნა, რომელშიც ამჯერად “ორბი” გამოვიდა გამარჯვებული. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა ტყიბულის სავსე დარბაზის გასახარად დამატებით დროში მოახერხა ზესტაფონელების გატეხა და სუპერლიგაში პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავდაპირველად მასპინძლები დაწინაურდნენ. ორბმა პირველი პერიოდი მასპინძლებმა 29:23 მოიგეს, მეორეში კი მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდეს და ყველაზე დიდი ლიდერობა დიდი შესვენებისთვის დაფიქსირდა – 52:42.
მესამე პერიოდი ზესტაფონელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა მარგვეთმა აღნიშნული პერიოდის საწყისი 7 წუთი 24:0 9(!) მოიგო და 66:62 დაწინაურდა. მთლიანობაში მე-3 ათწუთეული ზესტაფონელებმა 31:14 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 6 ქულით დაწინაურდნენ – 73:66.
ასეთი უიმედო ათწუთეულის შემდეგ მასპინძლებმა მოახერხეს რეაბილიტირება და ჩამორჩენა გააბათილეს. თამაშის ძირითად დრო ფრედ – 86:86 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ხუთწუთეული დაინიშნა. კენი კუპერის დიდებული თამაშის წყალობით ორბმა ოვერტაიმში მეტოქეს აჯობა და საბოლოოდ გამარჯვებამდეც მივიდა. ოვერტაიმში ჩაგდებული 14 ქულიდან 12 კუპერის ანგარიშზეა, 2 კი ჯონ ნეიგლიმ მიითვალა.
საბოლოოდ კუპერი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რომელმაც 37 ქულა, 11 პასი, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. 28 ქულა დ 9 მოხსნა მეორე ლეგიონერის – ჯონ ნეიგლის ანგარიშზეა. 8-8 ქულა ლევან ლოლიშვილმა და სოსო გოგნაძემ მიითვალეს. მარგვეთში 35 ქულა ჰქონდა მაიკლ მეისს. ლუკა ზაქრაძემ ზესტაფონელებს 16 ქულა და 6 პასი შესძინა.
სუპერლიგის მე-2 ტური ქუთაისში დასრულდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ქუთაისი 2010”-მა, რომელმაც პირველ ტურში სტუმრად რუსთავთან წააგო, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქუთაისელებმა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდს, გაუ-ს უმასპინძლეს და დამაჯერებლად – 111:88 სძლიეს.
მატჩის ბედი პირველი ნახევრის შემდეგ გადაწყვეტილი იყო. ქუთაისელებმა თავიდანვე მძლავრად დაიწყეს და პირველი პერიოდის 32:22 მოგების შემდეგ ტემპს კიდევ უფრო უმატეს. მეორე ათწუთეული ტუღუშის გუნდმა 21 ქულის სხვაობით – 35:14 მოიგო და შეხვედრას სპორტული ინტერესი დაუკარგა. გაუ-ს არ ჰქონდა ის რესურსი, რომ 31-ქულიანი დეფიციტი მეორე ნახევარში გაებათილებინა. თბილისელებმა კი მოიგეს მესამე და მეოთხე პერიოდებიც, თუმცა მცირე სხვაობებით და ამის მიზეზი ის იყო, რომ ქუთაისელებს თავი აღარ გამოუდიათ.
ბოლო პერიოდში მოედანზე სათადარიგოები გამოვიდნენ – თამაშის შანსი ორივე გუნდიდან განაცხადში მყოფ ყველა მოთამაშეს მიეცა. საბოლოოდ ქუთაისელებმა 23 ქულით იმარჯვეს. იმერულ კლუბში 22 ქულით ბომბარდირი ნიკოლოზ სოსელია გახდა. 18 ქულა და 6 მოხსნა გიორგი კორსანტიას ანგარიშზე დაგროვდა. 101-0 ქულა დეტრეკ ბრაუნინგმა და მიხეილ ბერიშვილმა მიითვალეს. გაუ-ს რიგებში 21-21 ქულით ლეგიონერები – აიზია სმოლი და ენდრიუ ლუისი გამოირჩნენ.




