კაშიამ და კანკავამ დერბი მოიგეს

0
13

ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა გამოდიან, სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქე ტრნავის „სპარტაკს“ აჯობა.
ბრატისლაველებმა ტრნავაში 2:1 მოიგეს და მათ რიგებში ორივე ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა. უგოლო პირველი ტაიმის მერე, 64-ე წუთზე სტუმრებიდნ ანგარიში ჩავრიჩმა გახსნა. მასპინძლებიდან ორ წუთში საპასუხო ბურთი ზეიკოვიჩმა გაიტანა. 76-ე წუთზე ტრნაველთა კარი ლოვატმა აიღო და ეს გოლი შეხვედრაში უკანასკნელი აღმოჩნდა.
ამ გამარჯვების წყალობით მოქმედმა ჩემპიონმა „სლოვანმა“ 23 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ლაშა თაბაგარი