საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ტაილანდთან სპარინგში შესრულებული პოკერის, ხოლო ევრო 2024-ი შესარჩევში კვიპროსთან ერთი გოლის გატანის მიუხედავად, გიორგი მიქაუტაძეს ამსტერდამის „აიაქსში“ ისევ არ ენდნენ.
ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-9 ტურში „აიაქსი“ სტუმრად სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში უშუალო კონკურენტ „უტრეხტს“ შეხვდა და უხვგოლიან შეხვედრაში დამარცხდა.
მიქაუტაძე განაცხადში იყო და თამაშში ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ჩაერთო.
მატჩის 44-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ფლამინგომ გახსნა, ხოლო ოთხ წუთში ვან დერ ჰორნმა თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა. 52-ე წუთზე ჰლინსინმა მკერდით ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა, ხოლო ექვს წუთში დუბლი შეასრულა.
65-ე წუთზე ბერგვაინმა პენალტი ზუსტად დაარტყა და „აიაქსი“ დააწინაურა. 71-ე წუთზე ტორნსტრამ ანგარიში გაათანაბრა. 89-ე წუთზე ტრიბუნიდან ჭიქა ისროლეს და ამის გამო მსაჯმა თამაში 10 წუთით შეაჩერა.
მატჩის განახლების შემდეგ ტორნსტრამ „აიაქსის“ კარი მეორედ აიღო და ამას ისევ ტრიბუნიდან საგნების სროლა მოჰყვა, რის გამო, თამაში ისევ შეჩერდა. თუმცა, მალე განახლდა და მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ 9 წუთში მეტი გოლი არ გასულა.
„აიაქსი“ 5 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




