არგენტინის ეროვნული ნაკრების და „მონცას“ ნახევარმცველს დოპინგის მიღების გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
გამოცემა Relevo-ს ინფორმაციით, მის სხეულში აკრძალული ნივთიერება 2022 წლის ნოემბერში აღმოჩნდა, როდესაც კატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატამდე რამდენიმე დღე რჩებოდა. მაშინ, გომესი ესსპანურ „სევილიაში“ გამოდიოდა.
ფეხბურთელის თქმით, ტესტირებამდე რამდენიმე დღით ადრე თავს შეუძლოდ გრძნობდა და თავისი შვილების ხველების საწინააღმდეგო სიროფი დალია. თუმცა, მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს წესების მიხედვით, ფეხბურთელის ასეთი არგუმენტი თავის გასამართლებლად არ გამოდგება.
გომესის დისკვალიფიკაცია არანაირად არ იმოქმედებს არგენტინის ნაკრების მიერ კატარში მუნდიალის მოგებაზე. მიმდინარე სეზონში, 35 წლის გომესმა „მონცას“ შემადგენლობაში იტალიის სერია A-ში 2 მატჩი ჩაატარა.





