ქავთარაძე ყაზახეთში საუკეთესო ბომბარდირია

0
14

ბექა ქავთარაძემ ყაზახეთის პირველ ლიგაში თავისი მე-19 გოლი გაიტანა. „ელიმაიმ“, რომლის ლიდერი ქართველი თავდამსმელია 28-ე ტურში „არისი“ მიიღო და 3:0 დაამარცხა.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ქავთარაძემ თავი 67-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა. მან 18 მატჩში მეტოქეთა კარი 19-ჯერ აიღო და გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია. მისი გუნდი მომავალ სეზონში ყაზახეთის პრემიერლიგაში იასპარეზებს.
ლაშა თაბაგარი