ალექსანდრე ნარიმანიძემ, რომელიც „ჟილინაში“ 2024-2025 წლების სეზონიდან გამოდის, სლოვაკეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-5 ტურში „ჟილინამ“ შინ „კომარნო“ 2:1 დაამარცხა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველმა გუნდის წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ნარიმანიძემ შეუცვლელად ითამაშა და 84-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 87-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, შეტევაში ჩართულმა სტუმართა საჯარიმოში მცველებს აჯობა და თავით გამარჯვების გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში „ჟილინაში“ ოთხივე შეხვედრა სრულად ჩაატარა.
„ჟილინა“ 10 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
რუმინეთის სუპერლიგის მე-6 ტურში კრაიოვას „უნივერსიტატიამ“ სახლში „ვოლუნტარს“ 3:1 აჯობა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა მოედანზე 60 წუთი დაჰყო. „უნივერსიტატია“ 10 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





