ჩაკვეტაძე ისევ სათადარიგოთა სკამიდან – „უოტფორდმა“ აუტსაიდერს აჯობა

0
29

„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის ინგლისის ჩემპიონშიფის მე-12 ტურში აუტსაიდერი „შეფილდ უენსდეი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში ისევ არ იყო და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე კოლუმბიელმა იასერ ასპრილიამ გაიტანა.
„უოტფორდს“ 13 ქულა აქვს და 24-გუნდიან ჩემპიონატშში მე-19 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი