“შუქურა” ძოძუაშვილის სადებიუტო მატჩში გავარდა

0
73

ქობულეთის “შუქურას” მთავარი მწვრთნელის რანგში რევაზ ძოზუაშვილი დებიუტი უიბღლო აღმოჩნდა. 30-ე ტურში ქობულეთელებმა გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე თბილისის “საბურთალოს” უმასპინძლეს და 1:2 წააგეს, რაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან გავარდნად დაუჯდათ.
“საბურთალო” მე-10 წუთზე ლუკა სილაგაძემ დააწინაურა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა ოსტატურად შეასრულა და ლამაზი გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში უკვე მე-10 გოლი გაიტანა და ერთი ბურთი ჩამორჩება გუნდის ბომბარდირ შეიკნე სილას.
42-ე წუთზე “შუქურამ” კუთხური ჩააწოდა და სტუმართა მცველმა თავის საჯარიმოში უხეიროდ მოიგერია ბურთი, რომელიც დავით მუჯირმა მკერდით დაამუშავების მერე კარში გადაგზავნა – 1:1. მუჯირი 8 გოლით ქობულეთელთა საუკეთესო მეგოლეა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში მარჯვენა ფლანგზე დანიშნული საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს შოთა ნონიკაშვილმა ძალიან მახვილი კუთხიდან ბურთი პირდაპირ კარში გაგზავნა და მეკარის შეცდომას გოლი მოჰყვა – 1:2.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით თბილისელებმა პირველი შეხვედრა მოიგეს. მანამდე, მისი თავკაცობით საბურთალოელები შინ ბათუმის “დინამოს” უგოლო გაეყარნენ. “საბურთალო” 49 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
“შუქურას” 8 ქულა აქვს და ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-შო დაქვეითდა, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე 18 ქულით ჩამორჩება მე-9 ადგილზე მყოფ “გაგრას”, რომელთან მიმდინარე სეზონში სამივე შეხვედრა წააგო.
შუქურა – საბურთალო 1:2 
ლაშა თაბაგარი