მოურინიო „რეალის“ მწვრთნელობის კანდიდატია

0
22

„რომას“ თავკაცი ჟოზე მოურინიო მადრიდის „რეალის“ გაწვრთნის პრეტენდენტთა სიაში, იუწყება ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.
„სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელები პორტუგალიელ სპეციალისტის მიწვევის შესაძლებლობას მომავალი წლის ზაფხულში განიხილავენ, როდესაც კარლო ანჩელოტის კონტრაქტი ამოეწურება.
60 წლი მოურინიო „რეალს“ 2010-2013 წლებში ავარჯიშებდა და გუნდს თითოჯერ ესპანეთის ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ასევე სუპერთასი მოაგებინა.
ის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „რომას“ დატოვებს, რომელთან ხელშეკრულება ეწურება და იტალიური კლუბის მესვეურებს თანამშრომლობის გაგრძელება არ შეუთავაზებიათ.
ლაშა თაბაგარი