„რომა“ ოფიციალურ ვებგვერდზე თავის ფეხბურთელებს ნიკოლა ზალევსკის და სტეფ ელ-შაარავის, რომელთაც არალეგალური ფსონების გაკეთებაში ადანაშაულებენ, მხარი დაუჭირა.
„ცოტა ხნის წინ გავრცელებული ჭორების საპასუხოდ, რომელთა თანახმად კლუბის ზოგიერთ ფეხბურთელები სავარაუდოდ საფეხბურთო ფსონებს აკეთებდნენ, „რომა“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ნიკოლა ზალევსკის და სტეფან ელ-შაარავის, რომლებიც სპეკულაციის ობიექტები გახდნენ. მათ რეაპუტაციას ზიანი მიადგა, ხოლო კლუბი სრულად ენდობა ნიკოლას და სტეფანს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამ საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვთ“ – იუწყება რომაელთა პრესსამსახური.




