მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ ვინისიუს ჟუნიორს მიაჩნია, რომ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში იმ დონეზე ვერ თამაშობს როგორც სურსს.
„ბრაზილიისს ნაკრებში ჯერ იმ დონეზე ვერ ვთამაშობ, როგორც მსურს. საკუთარი თავის უკეთესი ვერსია უნდა ვიყო. იმავე მადრიდის „რეალს“ ეხება. უკეთესო უნდა გავხდე“ – იუწყება ვინისიუსის ნათქვამს ბრაზილიური მედია.
23 წლის ფეხბურთელმა მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონის შემადგენლობაში ჩატარებულ 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. ბოლოს ვინისიუსმა ეროვნულ გუნდში მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მონტევიდეოსთან ურუგვაისთან 0:2 წაგებულ შეხვედრაში ითამაშა.





