ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და საუდის არაბეთის „ალ ჰილალის“ თავდამსხმელ ნეიმარს მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესები და მენისკი გაუწყდა, მან ტრავმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ურუგვაისთან 0:2 წაგებულ მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს მიიღო. ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
„ეს ყველაზე ცუდი პერიოდია ჩემს კარიერაში. ვიცი, რომ ძლიერი ვარ, მაგრამ ახლა ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები უფრო მეტად დამჭირდება. ტრავმების და ოპერაციების გადატანა იოლი არაა. წარმოიდგინეთ, რომ ოთხთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ ისევ იმავე უნდა გაიარო. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“ – დაწერა ნეიმარმა სოციალურ ქსელში.





