აზარი: „სადღაც ფულისთვის სათამაშოდ წასვლა არ მსურდა“

0
50

ედენ აზარის თქმით კარიერა იმიტომ დაასრულა, რომ სადღაც ფულისთვის სათამაშოდ წასვლა არ სურდა
„ვერ ვიტყვი, რომ კარიერის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ამის შესახებ გარკვეული პერიოდი ვფიქრობდი და ამიტომ გამიადვილდა. ფეხბურთს მიღმა იმდენი საქმე მაქვს, რომ გადაწყვეტილება მშვიდად მივიღეთ. ამის თაობაზე მაშინ ვფიქრობდ, როდესაც ბელგიის ნაკრებში გამოსვლა დავასრულე.
„რეალში“ რთული პერიოდი მქონდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ მაშინ დავასრულებდი, როდესაც მოედანზე გასვლისგან სიამოვნებას აღარ მივიღებდი. სადღაც ფულისთვის სათამაშოდ წასვლა არ მსურდა. ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ვარჯიში აღარ მომწონდა და აღარ ვთამაშობდი“ – ციტირებს აზარს L’avenir.
32 წლის აზარმა „ლილთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო, ხოლო „ჩელსის“ შემადგენლობაში პრემიერლიგაში და ევროპა ლიგაში ორჯერ გაიმარჯვა. ასევე ინგლისის ასოციაციის თასსა და ლიგის თასს დაეუფლა.
„რეალშსი“ აზარმა ორჯერ ესპანეეთის ჩემპიონატში გაიმარჯვა და ამდენჯერვე სუპერთასს დაეუფლა, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის თასი და უეფას ევროპის სუპერთასი მოიპოვა. მან კარიერის განმავლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 623 მატჩში 167 გოლი გაიტანა და 157 საგოლე პასი გააკეთა.
მან ბელგიის ნაკრებში 2008-2022 წლებში გამართულ 126 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 33-ჯერ აიღო. აზარმა ბელგიელებთან ერთად რუსეთში გამართულ მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.