მადრიდის „რეალის“ თურქი ახალწვეული არდა გიულერი, რომელსაც ტრავმის გამო ჯერ ესპანურ გრანდში არ უთამაშია, მოედანზე ნოემბერში გავა.
„თავდაუზოგავად ვმუშაობა, რომ კარგ ფიზიკურ კონდიციებში ვიყო და უფრო ძლიერი დავბრუნდე. ნოემბერში მოედანზე გავალ და ყველას ჩემს ნამდვილ თამაშს ვაჩვენებ“ – იუწყება 18 წლის თურქის ნათქვამს ესპანური მედია.
„რეალმა“ გასულ ზაფხულში გიულერი თურქეთის „ფენერბაჰჩედან“ 20 მილიონ ევროდ შეიძინა და პლუს 10 მილიონი ევრო ბინუსადაა გათვალისწინებული. მან მოსამზადებელ პერიოდში ტრავმა მიიღო და ამიტომ, ჯერ არ უთამაშია.
მან გასულ სეზონში „ფენერბაჰჩეს“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 34 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.





