შენგელია: “სანიოლის ნდობა ჩემთვის დიდი მოტივაციაა”

0
49

საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენაფლანგელ ლევან შენგელიასთვის, რომელმაც ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში თბილისში კვიპროსთან 4:0 მოგებულ მატჩში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა, ვილი სანიოლის ნდობა დიდი მოტივაციაა.
ლევან შენგელია: “ჩემთვის ოდნავ უჩვეულო პოზიციაა მარცხენა მცველი, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ადაპტაცია მალე გავიარო და მზად ვარ, ნებისმიერ მატჩში, როცა გუნდს დასჭირდება, ამ პოზიციაზე ვითამაშო. რა თქმა უნდა, სადებიუტო გოლით გახარებული ვარ, ეს მთელი გუნდის დამსახურებაა. მოედანზე გასვლის წინ სანიოლმა მითხრა, რომ მენდობა და ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა, მეც მისი მოლოდინი ასე თუ ისე გავამართლე“.