მიქაუტაძე: “აიაქსის” მწვრთნელმა მომილოცა”

0
114

გიორგი მიქაუტაძის თქმით, ამსტერდამის “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ტაილანდთან ამხანაგურ მატჩში (8:0) შესრულებული პოკერი მიულოცა. მან ამის შესახებ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვიპროსთან 4:0 მოგებული სეხვედრის მერე განაცხადა, რომელშიც წერტილი პენალტიდან დასვა.
გიორგი მიქაუტაძე: “რთული პირველი ტაიმი იყო, ვერ ვთამაშობდით. გოლი რომ გავიდა, თამაში გაიხსნა და უფრო ადვილი გახდა, რასაც 3 გოლი მოჰყვა. პენალტის დარტყმა მინდოდა, მაგრამ ქოჩორაშვილსაც უნდოდა. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ მე დავარტყამდი.
„აიაქსის“ მწვრთნელი პოკერის შემდეგ მესაუბრა და მომილოცა. ვეცდები, რომ ასე გავაგრძელო და ისე ვითამაშო, როგორც გიორგი მიქაუტაძე, ვნახოთ რა იქნება მომავალში. თავდამსხმელი ვარ და გოლები მჭირდება“.