დონეცკის „შახტარის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ნიდერლანდელი პატრიკ ვან ლუევენი დაითხოვეს. ის გუნდის მიმდინარე წლის ივლისიდან ავარჯიშებდა. 54 წლის ნიდერლანდელმა უკრაინული გრანდის თავკაცად 105 დღე იმუშავა, რაც კლუბის ანტირეკორდია.
ვან ლუევენის ხელმძღვანელობით „შახტარმა“ მიმდინარე სეზონში უკრაინის პრემიერლიგაში 5 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და ერთი წააგო. უკრაინელებმა ჩემპიონთა ლიგაში ორი თამაშიდან თითო მოგება-წაგება აქვთ.





