გერმანიის ბუნდესლიგაში მოასპარეზე „აუგსბურგს“ იეს ტორუპი გაწვრთნის. 53 წლის დანიელმა სპეციალისტმა ენრიკო მასენა შეცვალა. მან კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გააფორმა.
ბოლოს ტორუპი სამშობლოში მუშაობდა, სადაც 2020-2022 წლებში „კოპენჰაგენს“ წვრთნიდა, რომელშის საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა გამოდის. მან „კოპენჰაგენთან“ ერთად დანიის ჩემპიონატი მოიგო.
მიმდინარე სეზონში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ, „აუგსბურგი“ 5 ქულით 18-გუნდიან ბუნდესლიგაში მე-15 ადგილზეა.





